„ღია ეთერი TV4-ზე“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა;
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა;
დღეიდან შვიდ იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება;
გადაცემის მეორე ბლოკში: რატომ მიიღო ხელისუფლებამ ყარაჯალარში შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება და როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მედიის წარმომადგენლების კითხვებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა უპასუხა;
რა ვითარებაა დასახლებულ პუნქტში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა. “ღია ეთერის” კითხვებს ყარაჯალარის მკვიდრი მუჰამედ ჰალილოვი პასუხობს და სოფელში მოქმედ 17 დღიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმს მასთან ერთად ვაჯამებთ;