„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა;
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთლდა – სულ გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 18-ს შეადგენს;
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია;
გადაცემის მეორე ბლოკში: გარდაბნის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა – ქვემო ქართლის რეგიონში ვირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. შემცირდა თუ არა მიმართვიანობა რუსთავის ცხელების ცენტრში და რა რაოდენობით პაციენტებს იღებს სამედიცინო დაწესებულება?! დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ცხელების ცენტრის კიდევ 7 პაციენტს გამოიკვლევენ. რა ვითარებაა ცხელების ცენტრში ?! – “ღია ეთერის” კითხვებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე პასუხობს;









