ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, შაბათ-კვირას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ჩატარება განმეორებით შაბათ-კვირას იგეგმება.
შეგახსენებთ, სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისიდან მოქმედებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა დადასტურებული.