შატილის გზაზე დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დადებითია-ექიმის კომენტარი

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, უარყოფითი გამოვლინება არცერთ პაციენტთან არ შეინიშნება. სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დადებითია. 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ორი რუსთაველი ახალგაზრდაა, ერთი კი დაშავებულ ორ პაციენტთან ერთად, მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.