შატილში ავტოკატასტროფის დროს დაღუპული 25 წლის რუსთაველი გოგო მშობლიურ სახლში გადაასვენეს

შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული 17 მგზავრი ამოცნობილია. რუსთავში გადაასვენეს,შემთხვევის დროს დაღუპული  25 წლის რუსთაველი ახალგაზრდა,რომლის დაც, ასევე ტურის მონაწილე იყო და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.