შატილში,ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა, ორ მათგანს ამ დროისთვის ,ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 “გუშინ შემოყვანილია 3 მდედრობითი სქესის პირი, გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული. 2 მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით, აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შიდა სისხლდენა და სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. ერთი მათგანის მდგომარეობა, მესამე ქალბატონის, ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია,” – თქვა ლევან რატიანმა.

ექიმის განცხადებით, ამ ეტაპზე სამივე დაშავებულთან სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმებია.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.