შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული რუსთაველი გოგოს მდგომარეობა მძიმეა

შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს შორის, ორი რუსთაველი ახალგაზრდაა. დაზუსტებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი რუსთაველი გოგოს  სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამე კი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება.

Tv4-ის დაზუსტებული ინფორმაციით, 23 წლის გოგო,რომელსაც ოპერაცია უტარდება, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდას დაა. 

შატილში მომხდარ ტრაგედიას ორი,25 და 24 წლის,რუსთაველი გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამასთან, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ,რომ შემთხვევის დროს დაშავებული სამი პაციენტის,მათ შორის რუსთაველი გოგოს ,ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები აღენიშნებათ.