შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეწყვეტა ძალაში რჩება.
ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.
შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის აპელაციის საკითხზე სააპელაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.
ცნობისთვის, 29 ივნისს სკოლა-ლიცეუმმა სააპელაციო საბჭოში სარჩელი შეიტანა და დაიწყო სამართლებრივი დავა სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის საპასუხოდ.
შპს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა – ლიცეუმს“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილლებით, ავტორიზაცია შეუჩერდა.