ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გავრცელებული ინფორმაციით,უხვი ნალექის გამო, დაიტბორა, დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, შავშეთის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები.

ამ დროისთვის, დატბორილ ქუჩებზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.იწმინდება ზღვაში გამსვლელ არხებიც.