წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი კი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი.
მისივე თქმით, 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
ე
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას. პანდემიის გამო, წელს გამოცდები უჩვეულო გარემოში ჩატარდა, ამ გამოწვევის მიუხედავად, თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ. ჩვენ სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო და გამოცდების მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, თქვენი ხელშეწყობისთვის, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას, წინსვლას, ჯანმრთელობასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“,– აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის მილოცვაში.