წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

ტაძარში ამბობენ, რომ დილით ეკლესიაში მისულს სასანთლეები წაქცეული, ხატები დამტვრეული და შესაწირი ყუთიდან თანხა წაღებული დახვდათ.

ერთ-ერთი ვერსიით, მძარცველები სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.