ჭაში ორი ახალგაზრდა ჩავარდა და დაიხრჩო – შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს სასმელი წყლის ჭის დასუფთავება სურდათ, თუმცა შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ისინი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდნენ.
გარდაცვლილები სავარაუდოდ, ძმები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.