ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთები.
ძლიერი წვიმის შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესიც განვითარდა.