რუსთავში ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტის ღირებულება 847 775 ლარს შეადგენს.
როგორც რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ Tv4-თან საუბარში აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.