ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 ჯანდაცვის სამინისტრო ცნობით, სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ინფიცირებულის კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებიან.

მინიმალურია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც ინფიცირებულს შეხება ჰქონდა. ყველა იზოლაციაში იმყოფება. დანარჩენ თანამშრომლებს, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუფიქსირდა“ , -განმარტავენ უწყებაში.