ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელსა და მის ოჯახის წევრებს კოვიდ19 დაუდასტურდათ

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს, მის მეუღლესა და 2 მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე ავრცელებს.

3 დღის წინ ჯერ ჩვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვდნენ მშობლები. მათ ტესტი აუღეს და ჩვენს თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია დედაც, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს. ჩვენთან მკაცრად არის წესები დაცული. ჩვენი თანამშრომლის ოთახში ვინც შედიოდა და ჰქონდა მასთან შეხება, რა თქმა უნდა, ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირება ვისაც ჩაუტარდა, ყველას პასუხი უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, გარე კონტაქტები ვისთანაც ჰქონდა, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ“,- აცხადებს ზაალ კაპანაძე.

ბოჭორიშვილის კლინიკის ცნობით, კლინიკაში მოთავსებულია ოჯახის 4-ვე წევრი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.