1 წლამდე ბავშვი მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა

1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა – შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა.

შემთხვევის შედეგად, ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.