14 აგვისტოს წყლის მიწოდება შეიზღუდება

დღეს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს:

მშვიდობის ქუჩა N 2 მიმ.ტერიტორიაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:45 სთ-დან 15 აგვისტოს დილის 07:00 სთ-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
ჭყონდიდელის დასახლებას.

გაგარინის ქუჩაზე N6-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 14 აგვისტოს 23:50 საათიდან 15 აგვისტოს 07:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:

მე-11, 12,14,15,16,17,18,19,20,21 მ/კრო რაიონებს.

კერძოდ, მელიქიშვილის ქუჩის 7 გასასვლელის N 8 მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო დღეს 14.08 14:30 სთ-დან 14.08 16:30 სთ-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება მელიქიშვილის ქუჩას თავის გასასვლელებით.