15 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 და 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, თოდრიას, ლესელიძის, მესხიშვილის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

17 აგვისტოს 10:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო, ცოფი, ახლო-ლალო და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში მაშავერა, მთისძირი, კიზილქილისა, განთიადი, კაკლიანი, უკანგორა, ირგანჩაი და მიმდებარე სოფლებში.