გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
კერძოდ, მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 აგვისტოს 06:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, ლესელიძის, შარტავას, შიო არაგვისპირელის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-14, მე-15 მიკრორაიონებში.
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ენაგეთი, შავსაყდარი, ბოგვი, წინწყარო, კოდა, ბორბალო, არდისუბანი, ღოუბანი.
13:00-დან 15:00 საათამდე – მომხმარებლებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, პირველი ქესალო, მეორე ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი, ქურთლიარი, დიდი მუღანლო. 16:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებს წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, ნორგიული, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი.
12:00-დან 15:00 საათამდე – მომხმარებლებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, კიზილ-ქილისა, რეხა, ხანდო, ხანდო, აიაზმა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









