19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აგვისტოს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში რჩეულიშვილის, ბერიტაშვილი, გ. ჯავახიშვილის, ტოლსტოის, გიორგაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში სართიჭალა, ხაშმი, თელეთი.
11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭივჭავი, ალექსეევკა, ჯვარა, სამღერეთი, სამღერეთი, იფნარა, ახალშენი, დიდი ირაგა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ შიხილოში. 14:00-დან 14:10 საათამდე – აბონენტებს დაბა მანგლისში, სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, პანტიანი, პატარა თონეთი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს ქ. წალკაში და სოფლებში კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი. 14:00-დან 14:10 საათამდე – აბონენტებს სოფლებში განთიადი, ხაჩკოვი, არ-სარვანი, სამება, ბეშთაშენი, ტბეთი, ბარეთი, დარაკოვი, დაშბაში.
12:00-დან 18:30 საათამდე – მომხმარებლებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, საბერეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.