20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი, გულუბახი, ბრდაზორი, ახკულა, ხოხმელი, წერაქვი, ჯანხოში. 16:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნიზამის, ნარიმანოვის, საიათნოვას, ჟორდანიას, ჯაფარიძის, კეცხოველის, ბაგრატიონის ქუჩებზე, სოფელ წერეთელში.

18:00-დან 20:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში  დარბაზი, ძველი ქვეში, მუშევანი, ტანძია, ჯავშანიანი, ფოცხვერიანი, გეტა, ქვეში, კიანეთი, წიფორი, ჭრეში, ბერთაკარი, სენები და მიმდებარე სოფლებში.

12:30-დან 20:00 საათამდე – მომხმარებლებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, კაკლიანი, ვარდისუბანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა, გუგუთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.