საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ფასების საერთო დონე შემცირდა. კერძოდ, ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0.5 % შეადგინა. ივლისში წლიური ინფლაციის დონე კი 5.7 %-ია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.6 პროცენტით. კერძოდ, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-11.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ყავის, ჩაისა და კაკაოს ქვეჯგუფზე (2 პროცენტი).
ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-2.7 პროცენტით) ქვეჯგუფებზე.
ივლისში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 1 პროცენტით გაიზარდა . ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.4 პროცენტი).