21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,21 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს სადახლო, დამია, ზემო სარალი, მოლაოღლი, ხულდარა, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო, ტაზაკენდი, ბურმა.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.