22 და 24 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 16:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს იაღლუჯას დასახლებაში, სოფლებში ლეჟბადინში, ქესალოში, კაპანახჩში, ქირაჩმუღანლოში და მიმდებარე სოფლებში.

24 აგვისტოს 08:00-დან 10:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი, სიონის უბანი, ხაშმი. 11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.

24 აგვისტოს 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხოჯორნი, ბრდაზორი, გულუბახი, ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი, ხოხმელი.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.