გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,25 აგვისტოს, 10:45-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ შიხილოშო და მიმდებარე სოფლებში
17:30-დან 19:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებწითელი ხიდი, კაპანახჩი, ქირაჩმუღანლო, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.