26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 აგვისტოს 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუჩიშვილის ქუჩებზე. 11:00-დან 15:00 საათამდე – შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე – მომხმარებლებს მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის ქუჩებზე, მარცხენა სანაპიროზე. 11:00-დან 18:00 საათამდე – მე-20 მიკრორაიონში, შარტავას, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე.

11:00-დან 11:30 საათამდე – სოფლებში ყარაჯალარი, ველი, გაჩიანი, ფონიჭალა, აღთაკლია.

10:10-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისი, ქობულეთის, შულავერის, ლაღიძის, გოგოლის ქუჩებზე, სოფელ კიზილ-აჯილოში.

11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა.

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში მაშავერას, ათონის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ქვ. ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, კუდრო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.