გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 აგვისტოს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მომხმარებელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში.
31 აგვისტოს 12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ახალი გოდაგდაგი, ძველი გოდაგდაგი, ახა.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.