30 წლამდე მამაკაცი მოკლეს

30 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს – შემთხვევა ახალქალაქში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.