გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს 05:30-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-16, მე-18, მე-11 მიკრორაიონებში, პუშკინის სანაპიროს, ქუჩიშვილი, სტამბულის ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი, ბალიჭი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, კარაბულახი, ველისპირი, განახლება, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, ლემშვენიერა, ნაგები, მზიანეთი და მიმდებარე სოფელბში, 12:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ფარცხისი, ორბეთ, ამლივი, ტბისი, ორბეთი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.