4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს ,ჭიათურის სოფელ ნავარძეთში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მამა ეზოში ელექტროსადენებს აკეთებდა, რა დროსაც მოზარდმა, სავარაუდოდ, სადენს ფეხი დააბიჯა.

მცირეწლოვანი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.