47 წლის რუსთაველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

47 წლის რუსთაველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს. მამაკაცი ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს და ტესტირების შედეგად, მას ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებული მამაკაცი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, Tv4-ის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირი სახელმწიფო  დაცვის თანამშრომელია. აღნიშნულს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ. 

რაც შეეხება  ეპიდვითარებას რუსთავის ცხელების ცენტრში, ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, გუშინ  ცენტრში კიდევ 7 პაციენტი იყო მოთავსებული და ვირუსული ინფექცია არცერთ მათგანს დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, შვიდივე მათგანი რუსთავის მკვიდრია.

მაია რაზმაძის თქმით, ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში კიდევ 4 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც კორონავირუსზე გამოიკვლევენ.