დღეს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.
UPDATE: რუსთავში, მაიაკოვსკის N 11 მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11:00-დან 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მაიაკოვსკის N11, 13, ოსტროვსკის ჩიხს.
ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი, ქვესადგურის მ/ტ. წყალსადენის ქსელზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც 04/08 23:45-დან 05/08 11:45-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გ. ჩოხელის, გ. დოლიძის და გონაშვილის ქუჩებს.









