საქართველოს მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს, საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა

 საქართველოს მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს, საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა-ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ თბილისში,სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთშ,შიდა ქართლში,ქვემო ქართლში,რაჭა-ლეჩხუმში,მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დევნილი ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაკანონების პროცესი მათ შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

მათივე ცნობით,მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.