7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში სადახლო, დამია, ზემო სარალი, მოლაოღლი, ხულდარა, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, მენკალისი, შიხილო, ნავთიანი, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, თაზაქენდი, ნაზარლო და მიმდებარე სოფელბში,  14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე, 08:00-დან 12:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფელბში, 10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში ფონიჭალა, კრწანისი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.