8 სექტემბერს, მესამე ჩარტერული რეისი თბილისი–ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 8 სექტემბერს, მესამე ჩარტერული რეისი თბილისი–ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ჩარტერული რეისით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც  უნგრეთში მიმავალ სტუდენებს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ქართველ სტუდენტებს

ცნობისთვის,საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი  არაუმეტეს 199 ევროა. რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბრის 00:00 საათია.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ყურადღება რიგითობას მიექცევა.

ამასთან, უნგრეთის საზღვარზე აუცილებელია COVID -19 -ზე PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

დაინტერესებულ პირებს კითხვების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე:0322 305 165;032 2 305 185

სააგენტოს ინფორმაციით, თუ სტუდენტი  Stipendium Hungaricum-ის სტიპენდიას ფლობს სააგენტოს მიერ მითითებულ ბმულზე უნდა დარეგისტრდეს, ხოლო საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები სტუდენტებისთვის რეგისტრაცია კონკრეტულ ბმულზე უნდა განხორციელდეს.