“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება.
ამერიკული საბჭოს საქართველოს ოფისი “FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. როგროც საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,FLEX პროგრამის 2021-2022 წლის შესარჩევი კონკურსი ონლაინ რეჟიმში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ამერიკის საბჭო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს,რომ მიუხედავად ონლაინ ფორმატში ტესტირებისა , FLEX-ის შესარჩევი ეტაპები კვლავ მკაცრი წესების დაცვით ჩატარდება.
ამერიკული საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგაისტრაიცა 1სექტემბერს დაიწყება და საერგისტრაციოო ბლმული სექტემბრამდე აქტიური არ იქნება.
ამასთა, მათივე ცნობით, 2020 წლის შესარჩევ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის:
(1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის,
(2) 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც
(3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში,
(4) არიან საქართველოს მოქალაქეები და
(5) ფლობენ ინგლისურ ენას.
“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 2002 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 16 ივლისამდე.”-ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში