ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – შემთხვევა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტომანქანაში მჯდომი სამი ადამიანი. დაშავებულია კიდევ ორი მგზავრი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.