აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – შემთხვევა თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობში მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.