მეორე დღეა გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის განცხადებით, გუშინ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 22 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გადაგზავნილი და ვირუსული ინფექცია არცერთ მათგანს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში “კოვიდ19”-ის სულ 63 შემთხვევაა დადასტურებული. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 24 ივლისს ამოქმედდა.