გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტი კვლავ წითელ ზონად რჩება.

მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით,ამ დროისთვის გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების 63  შემთხვევაა დადასტურებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ,  ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს იკვლევენ.  

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ათასზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.