გარდაბანში კორონავირუსისგან ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ Tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს .
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელებულები სოფელ ლელაშხას ,ყარათაკლიას და ყარაჯალარის მკვიდრები არიან.
ცნობისთვის , გარდაბანში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული,საიდანაც 5 პირი გამოჯანმრთელდა.
დღეს მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი შემთხვევა დადასტურდა.
ამასთან, კარანტინში იმყოფება 115 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციის მითითება მიცემული აქვს 62 პირს.









