გარდაბანში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19”-ისგან 22 პირი განიკურნა.
გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, გუშინ ეპიდემიოლოგებმა ლუგარის ლაბორატორიაში 37 პირის საკვლევი ნიმუში გააგზავნეს, ყველა მათგანი კორონავირუსზე უარყოფითია.
მისივე ცნობით, გარდაბანში ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გარდაბანში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსული ინფექცია ჯამში 75 ადამიანს დაუდასტურდა.