ამერიკის კოსმოსური სააგენტო „ნასა“-ს ერთ-ერთი განყოფილების ინფორმაციით, ორ ნოემბერს დედამიწას ასტეროიდი მინიმალურად დაშორებულ მანძილზე ჩაუვლის.
“ნასა”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტეროიდი „2018 VP1“ 2 ნოემბერს დედამიწას 384 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის. სააგენტოში აღნიშნეს, რომ ასტეროიდის ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შესვლის ალბათობა 0.41%-ია.
ცნობისთვის, აღნიშნული ასტეროიდი 2018 წლის 3 ნოემბერს აღმოაჩინეს, ის „აპოლონების“ ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც დედამიწის ორბიტას კვეთენ.