თბილისში ბარ “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომელს ეძებენ

თბილისში ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ.

ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

“თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ”, – წერია განცხადებაში.

გიორგი შალამბერიძისა და მაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. პოლიციის ინფორმაციით, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.