თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალის, რუსთაველი ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელი მიენიჭა.
მოგვიანებით ვარკეთილში, ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარის ეზოში ვახტანგ გზირიშვილის საფლავთან აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამხედრო პირები, თბილისის მერიისა და საკრებულოს, წარმომადგენლები დაესწრნენ.