ლეონიძის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის დასრულების შემდეგ სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათთვის სპეციალური ტრენაჟორები მოეწყობა.
ცნობისთვის, ლეონიძის სკვერის ტერიტორია 4 ჰექტარს აღემატება და რეკრეაციული სივრცის მოწყობიაზე ჯამში 1 775 000 ლარი დაიხარჯება.
„ლეონიძის სკვერი უნიკალურია თავისი მიმართულებით, რადგან ეს იქნება სპორტული მიმართულების სკვერი, სადაც სპორტული აქტივობებისთვის არაერთი სივრცე იქნება. სკვერი სექტემბრის შუარიცხვებში უნდა დასრულდეს და დაახლოებით ერთ თვეში ,ჩვენს ქალაქს ახალი ,კეთილმოწყობილი სივრცე შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.
სკვერის რეაბილიტაციის პროცესი 2020 წლის მარტში დაიწყო და სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს.