მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ ამოქმედდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 
 
 უწყების ცნობით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მეურნეობაში 2.8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 365 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.
 
ნერგების რეალიზაცია  როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე მოხდება.
 
ამასთან, დღეის მონაცემებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედდა 225 ახალი და გაფართოვდა 986 აგროსაწარმო.