მეგობრობის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

UPDATE: მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 30წლამდე ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ქალს დაზიანებები თავის არეში, ხოლო მცირეწლოვანს ტკივილი ხელის არეში აღენიშნებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ადგილზე სამი სამაპტრულო ეკიპაჟია მობილიზებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დაზიანების ხარისხს ექსპერტიზა გამოძიების მსვლელობისას დაადგენს.

მეგობრობის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, თვითმხილველების თქმით დაშავებული შუახნის ქალია.

TV4 დეტალებს აზუსტებს, ინფორმაციას დეტალურად რამდენიმე წუთში მოგაწოდებთ.