მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაცია “SIQA”-ს დამფუძნებელი პავლე თვალიაშვილია, – ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
“ჩვენი პროექტია “სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის”, რომლის მეშვეობითაც რუსთავში მცხოვრები, 14-18 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით,” – აცხადებს პავლე თვალიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნება მდგრადი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მობილური საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც დააორგანიზებს ჰაკათონებს ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა სკოლაში.